ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3711 ნახვა

დღეიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე,  ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში სხვადასხვა დარღვევა დაფიქსირდება. უწყებაში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.

ახალი პროგრამა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას, შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და  სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებს. 

მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დედაქალაქსა და რეგიონებში მძღოლებს დაურიგებენ. ‘’ტექნოლოგიური სიახლეების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენციაა’’ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი