ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის მოსაწყობად ქობულეთის გამგეობა 10 ათას ლარს დახარჯავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ,როგორც ნაგებობას ასევე ეზოს, სადაც პოეზიის საღამოებისათვის მცირე ზომის ამფითეატრი უნდა განთავსდეს.
მუზეუმში მოეწყობა ასევე საბიბლიოთეკო -საკონფერენციო-საგანმანათლებლო სივრცე. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სახლმუზეუმის რეკონსტრუქცია მომავალ წელს იგეგმება.