ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ჩამსხვრეულია შენობის მინები.
მიუხედავად იმისა რომ ძლიერი ქარის გამო სამშენებლო მასალები ქუჩაში ცვივიოდა რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში არ იყო ჩაკეტილი.