პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

09 ოქტომბერი 2017, 00:00 2563 ნახვა

პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მოავალი წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს.

თანხები 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით იზრდება. 572 მილიონი ლარით მეტი ბიუჯეტი ექნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70 მლნ ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზისა და ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის 30-30 მლნ ლარია გამოყოფილი. 62.6 მლნ ლარით იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება.  

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 598 მლნ ლარით განისაზღვრა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა კი - 23  მილიონით. დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით უმცირდებათ თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი