ქობულეთში ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. ნაწილს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება, 5 მრავალსართულიან სახლში კი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტი დამონტაჟდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო. ინფრასტრუქტურული პრიოექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 474 239 ლარი დაიხარჯება.