ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყავროკას მოსახლეობა სტიქიის დროს ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს. დაახლოებით 50 წლის წინ აგებული ხიდი, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. ჩახერგილია წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული გზაზე ისინი ყოველდღიურად გადაადგილდებიან.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ წყავროკას ხიდი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ახალი ხიდის აგება კი მომავალი წლისთვის იგეგმება.