მოსახლეობის მიმართვა

18 ივნისი 2016, 00:00 3130 ნახვა

სასტუმრო "ოაზისს" 20 წლიანი იჯარით, სანაპირო ზოლი არ გადაეცეს - ამ მოთხოვნით ჩაქვის მოსახლეობამ "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა. მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანიასა და მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამბობენ, რომ მათ წლებია ეზღუდებათ სანაპიროზე გადასვლა, რადგან ტერიტორია სასტუმროს აქვს ათვისებული. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია იჯარით, ოფიციალურად ჯერ გადასცემია. იჯარის საკითხი რამდენიმე კვირის წინ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატებს არ უმსჯელიათ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში