ლას-ვეგასის ტერაქტი

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2960 ნახვა

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა – ლას-ვეგასში სროლის შედეგად მოკლული ადამიანების რიცხვი გაიზარდა. ამერიკა დაღუპულებს გლოვობს. ჯერ - ჯერობით უცნობია ჰქონდა თუ არა 64 წლის პენსიონერს კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

მსგავსი შემთხვევა, ამერიკაში გასულ წელსაც მოხდა, მაშინ ღამის კლუბში თავდამსხმელმა 49 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს მთავრობისა და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდა. ქვეყნის ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი