დაზიანებული და დატბორილი საცხოვრებელი სახლები ქობულეთში – ძლიერი წვიმის და მეწყრული პროცესების გამო ათობით სახლი დაზიანდა, ჩაიხერგა გზები, შეიზღუდა წყალმომარაგება და ელექტრო -ენერგიის მიწოდება – ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, პარალელურად კი მეწყრის ახალი კერები ჩნდება.
რაც შეეხება მდინარე აჭყვის კალაპოტიდან გადმოსვლას, შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, ახლოს მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, რომ ყოველი გაწვიმება იწვევს მდინარის ადიდებას და სახლები იტბორება. სრულად იყო დატბორილი ქობულეთის ცენტრი 2015 წელსაც