ქობულეთის ავტობანის გახსნა 7 თვით გვიანდება

29 სექტემბერი 2017, 00:00 9253 ნახვა

სავარაუდოდ 2018 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე მანძილის ავტომანქანით გაცილებით მოკლე დროში დაფარვა. ქობულეთში, საჩინოში მიმდინარე ხიდების მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი ავტობანის გახსნა გადავადდა.

სწორედ ამ მიზეზს ასახლებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2020 წლამდე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა უნდა დასრულდეს, რომელიც ქალაქის გვერდის ავლით მახინჯაურიდან  ხელვაჩაურამდე რამდენიმე სოფელს გადაკვეთს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ ლარს აჭარბებს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი