სახალხო დამცველმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

29 სექტემბერი 2017, 00:00 1755 ნახვა

სახალხო დამცველმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. უჩა ნანუაშვილმა სამხედროების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბაგრამის ავიაბაზის მეთაურთან, ავღანეთში ნატოს სამოქალაქო წარმომადგენლობის დირექტორთან და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან. სახალხო დამცველი ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიაწვდის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი