უშიშროების საბჭოს სხდომა

29 სექტემბერი 2017, 00:00 2584 ნახვა

ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის.

უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი