ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 12 მოსწავლე სკოლიდან საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს. ქობულეთის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ბავშვებს გულისრევა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ.
ბავშვებზე დაკვირვება გრძელდება. რეფერალური ჰოსპიტალის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კი, საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ამ ეტაპზე 14 პაციენტია მოთავსებული.