აჭარის მთავრობის დელეგაცია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძე ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვს შეხვდა. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ ისაუბრა აჭარასთან თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს მოიცავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სექტორებში ურთიერთანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ.