ბათუმში  ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

20 სექტემბერი 2017, 00:00 3987 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.

მას ბრალი  საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორისაა  ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება.  დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი