''ფენომენო'' - რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა

18 სექტემბერი 2017, 00:00 4080 ნახვა

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა — 1976 წლის 18 სექტემბერს რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა. 
ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი — 1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.
სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს.

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. შემდეგ კი''კრუზერიოს'' 50 000 დოლარად მიჰყიდეს.

რონალდოს წარმატებული კარიერა ევროპაში დაიწყო. ჰოლანდიურ ''პსვ''-ში გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო.  მან 2 სეზონი გაატარა — 1994-1996 წლები.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.

მილანის ''ინტერმა'' და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან შემდეგი ჯილდოები მოიპოვა: ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტული.

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდო მადრიდის ''რეალში'' გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ რონალდო 50 მილიონად შეიძინა. „რეალში“ რონალდომ ოთხი სეზონი ჩაატარა. 


კლუბები:

• კრუზეირო
1993 ბრაზილიის თასი

• პსვ ეინდჰოვენი
1996 ჰოლანდიის თასი

• ბარსელონა
1996 ესპანეთის სუპერ თასი
1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი

• ინტერი
1998 უეფას თასი

• მადრიდის რეალი
2002 საკონტინენტთაშორისო თასი
2002-03 ლა ლიგა
2003 ესპანეთის სუპერ თასი

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში