ყალბი ფულის გასაღების ფაქტი ბათუმში 

14 სექტემბერი 2017, 00:00 3174 ნახვა

ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან  ფიზიკურ პირზე ყალბი ფული - 3 ათასი ამერიკული დოლარი გაასაღა.

ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა. საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი