შიდა სასოფლო გზების პრობლემა ქედაში. ილონა შავლიძე მოგვიყვება ამჯერად სოფელ აქუცაზე, სადაც არამარტო შიდა, არამედ სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზაც მოსაწესრიგებელია.
ამ გზის ნაწილის მოასფალტება აქ უკვე მიმდინარეობს, თუმცა გზა სოფლამდე არ მიდის, რჩება დაახლოებით ერთკილომეტრიანი მონაკვეთი. გზების კეთილმოწყობა სოფელში წელს დაგეგმილი არაა. ტრადიციულად გამგეობა დაპირებით შემოიფარგლა.