შუახევის გამგებელის ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობამ საღამოს საათებში შენიშნა. ტარიელ ებრალიძის თქმით, ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია. ამ წუთებში მოსახლეობა მობილიზებულია, რათა ცეცხლის კერებამდე ფეხით მისვლა შეძლონ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო 10-მდე ბრიგადა. ასევე სატყეო დეპარტამენტისა და თემის წარმოდმაგდენლები.
გამგებლის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 150-200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ტარიელ ებრალიძე არ გამორიცხავს, რომ ხანძრების ქრონიკა ერთსა და იმავე საქმეს უკავშირდებოდეს.