ამ დროისთვის შავნაბადის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მეხანძრე - მაშველებმა მუშაობა დაასრულეს. ტერიტორიაზე მხოლოდ მძიმე ტექნიკა რჩება, რომლებიც ახალი გზის გაყვანაზე მუშაობენ. პროცესი კი დასასრულს უახლოვდება. ამ დრომდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე - მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები.
წითელ წიგნში შესული იშვიათი სახეობის მცენარეები შავნაბადის ტერიტორიაზე არ ყოფილა. აჭარის სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ცეცხლმა ძირითადად ვერხვები და ბუჩქოვანი ნარგავები გაანადგურა. მისივე თქმით, დამწვარი ნარგავები ძირითადად ახალი იყო, ვინაიდან ძველი ათწლოვანი ხეები 1884 წელს მომხდარ ხანძარს შეეწირა. რა ფართობი გაანადგურა ცეცხლმა და რა ზიანი მიადგა ტყეს ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.