ნურიის ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიების იგივე ლურჯ-მწვანე წყალმცენარის, დონე მომატებულია, აცხადებენ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში. ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, პირველადი დაკვირვებით, ფოსფორის დონის მატების გამო, აღნიშნული წყალმცენარე დომინანტი გახდა და ტბის ზედაპირზე გადმოვიდა. ლურჯ-მწვანე მასა რომელიც წყალზე მოდებულია გოგირდს გამოყოფს და ჭარბი ჟანგბადის მოხმარების გამო საფრთხეს უქმნის თევზებს. ვინაიდან ბაქტერია ტოქსიკურია, ის თევზიც, რომლებსაც გაფრთხილების მიუხედავად მეთევზეები მაინც იჭერენ, მომწავლელია. ამის გამო ტბაში დროებით თევზაობა აიკრძალა. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს არ შეეხონ ტბის წყალს. ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, გუშინვე მოხდა ლაბორატორიული სინჯების აღება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი რამდედენიმე დღეში იქნება ცნობილი.