ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან
ხულოში სოფელ მეკეიძეების მაღლობში დაკვამლიანებაა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები შეტყობინებისთანავე გავიდნენ, ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, კვამლი მეკეიძეების ტყეში ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ტყეში კვამლის მიზეზის დასადგენად 6 სამაშველო ჯგუფი და 30-ზე მეტი მეხანძრე უკვე გასულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სიტუაციის შეფასების შემდეგ განისაზღვრება ხანძრის მასშტაბები და დამხმარე ეკიპაჟების საჭიროება.
აჭარის სატყეო სააგნტოს ინფორმაციით ხანძრის ჩასაქრობად ასევე მობილიზებულია ხულოს 30-მდე მეტყევე.