80 ათასი ლარი ახალი სამედიცინო ცენტრისთვის

27 აგვისტო 2017, 00:00 2187 ნახვა

ქობულეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა აშენდება. რისთვისაც 80 000 ლარი 2017 წლის  პროექტების ეკონომიის ხარჯზე გამოიყო. ამ დროისთვის სასწრაფო ცენტრი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია  განთავსებული.

ახალი შენობის გარდამავალი პროექტის სრული ღირებულება 170 ათას ლარს შეადგენს და ის აბაშიძის ქუჩაზე  რეგიონული საავადმყოფოს მიმდებარედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი