უწყლოდ დარჩენილი სოფელი

24 აგვისტო 2017, 00:00 2070 ნახვა

დაახლოებით 2 თვეა ქედაში, სოფელ მეძიბნაში, ერთ-ერთ უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები წყალს ტყიდან, ან მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან.

ერთადერთი ვისაც ამ დასახლებაში წყალი აქვს ქედის საკრებულოს წევრი, “ქართული ოცნებიდან” როლანდ დუმბაძეა. იგი ამბობს, რომ წყალი საკუთარი სახსრებით მიიყვანა სახლამდე და სოფლის პრობლემის შესახებ გამგეობასაც შეატყობინა, მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვეუბნებიან რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში