ვითარება  ბორჯომში 

24 აგვისტო 2017, 00:00 2886 ნახვა

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში სტიქიის ზონაში, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება - გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

დილიდან მუშაობა განაახლა 6-მა ვერტმფრენმა. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დღეის მდგომარეობით, ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული, ერთი ბელარუსული და ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი