ბორჯომის ხეობაში 4 დღეა სტიქიას ებრძვიან. საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სხვადასხვა უწყების ასობით თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა. ხეობაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში მივიდა.
ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოსთან ერთად 4 ქვეყნის სპეციალური ტექნიკა და დამხმარე ძალა მონაწილეობს.