პარლამენტის სხდომა

23 აგვისტო 2017, 00:00 1612 ნახვა

პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა დააკმაყოფილა. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი