ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ჩაეყარა დღეს საფუძველი. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე.
აღმაშენებლის ქუჩაზე კომპლექსის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი რეგიონის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით, რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა. კომპანიამ 200 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.სასტუმროს მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ. მოსახლეობამ პრეტენზია დღეს რეგიონის ხელისუფლებას და კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო.