მოლაპარაკებები დაზარალებულებთან

21 აგვისტო 2017, 00:00 2215 ნახვა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აჭარის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დღეს ზარალის დათვლა დაიწყება და ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი ბინა აშენდება.

შეგახსნებთ, გაზგასამართი სადგური ხუთი დღის წინ აფეთქდა, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. აფეთქების შედეგად დაიწვა და დაინგრა ოთხი სახლი და სამი ავტომობილი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი