სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

10 ივნისი 2016, 00:00 4570 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატებმა ასევე დააყენეს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

ამავე კატეგორიაში