საკონსტიტუციო რეფორმა

19 აგვისტო 2017, 00:00 2272 ნახვა

მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა მათი მოსაზრება და მოთხოვნები მოისმინეს.

ხელისუფლების მხრიდან კი აღინიშნა, რომ ოპოზიციის წინადადებებზე კონსულტაციები უმრავლესობაში გაიმართება და მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიცია და გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესზე რეალური კონსესუსი შედგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი