''ხულო ბარაკების გარეშე'' - პროგრამაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მუშაობს. პროგრამის მიზანია დაბა ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ბენეფიციართა შემსწვალელი სპეცილაური კომისია ამ დროისთვის ხულოში არსებულ სამ ბარაკულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს სწავლობს.
თვითმართველობაში განმარტავენ, რომ ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი დაბის ტერიტორიაზე აშენდება. ხულოს გამგებლის განცხადებით, პროექტი ორწლიანი იქნება და წლის ბოლომდე 15-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.