ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის მიერ გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტი, უკვე სახლშია. თამარ მეარაყიშვილი ადვოკატის აყვანას აპირებს, რადგან ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში ხვალ ისევ არის დაკითხვაზე დაბარებული. მეარაყიშვილის თქმით იგი ცილისწამებაშია ეჭვმიტანილი.
თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ საღამოს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან გამთენიისას გაათავისუფლეს. მას ბრალი ედება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის, მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში. სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფასებს. ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის ოკუპაციური რეჟიმის გამოვლინება.