სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული მექანიზმის არაეფექტურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 5 ივნისს, ომბუცმენის განცხადებით მიმართა მოქალაქემ თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.