თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

17 აგვისტო 2017, 00:00 2053 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას აფასებს. ანა დოლიძის განცხადებით,  ეს არის ოკუპაციური რეჟიმის გამოვლინება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის მიერ გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ადვოკატის აყვანას აპირებს, რადგან ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში ხვალ ისევ არის დაკითხვაზე დაბარებული.

მეარაყიშვილის თქმით იგი ცილისწამებაშია ეჭვმიტანილი. თამარ მეარაყიშვილი, რომელიც გუშინ საღამოს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან გამთენიისას გაათავისუფლეს. მას ბრალი ედება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის, მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში.

ამავე კატეგორიაში