ხუცუბანში მცხოვრები ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. 200 ლარიანი დახმარება მათ, ქულების გეგმიური შემოწმებისას მაისში მოუხსნეს. ოჯახს პენსიის გარდა შემოსავალი არ გააჩნია. ისინი სოციალურ სამსახურს დეკლარაციის შეცდომით შევსებაში, გამგეობას კი დაპირებული შუამდგომლობის მიუხედავად უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო ორგანოებისგან ოჯახის დახმარებას და შესაბამის რეაგირებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრიც. სოციალურ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ დახმარების მოხსნის მთავარი მიზეზი ოჯახში შრომისუნარიანი წევრის არსებობაა. თემურ ჭანტურიშვილის თქმით ერთ-ერთმა წევრმა სამედიცინო ცნობა წარმოადგინა, თუმცა ის არ იქნა გათვალისწინებული.