ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ცენტრალურ პარკთან ტერიტორიის გასხვისებასა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. ისინი ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.
ამ მონაკვეთზე ფიჭვის ხეებია, რომლებიც მათი თქმით, მშენებლობის პროცესში განადგურდება. გარდა ამისა ადგილობრივების ინფორმაციით, თუ სასტუმრო აშენდება სანაპიროზე გადასასვლელები გადაიღობება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინვესტორი მწვანე საფარის მაქსიმალურად შენარჩუნებას გეგმავს. მათივე თქმით, მოეწყობა სანაპიროზე გადასასვლელებიც.