სამთო გადამზადების კურსი

15 აგვისტო 2017, 00:00 2258 ნახვა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა „მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი“ გაიარა. სწავლების დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მაღალ მთაზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკა, დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციის საკითხები შეისწავლეს. სასწავლო კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციისა და მომზადების დონის ამაღლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი