ქედაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე წელს პირველად მახუნცეთში აღინიშნა. ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის, მოეწყო ტრანსფორმერი რობოტის ინსცენირებები, დიჯეის, ფრანებისა და ფოიერვერკების შოუები.
ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აღინიშნა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1800 ლარი გამოიყო.