ქობულეთში ტურისტების რაოდენობა 5 პროცენტით გაზრდილია. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით ბოლო 7 თვის მონაცემებით აჭარის ყველა საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორთა რაოდენობის 12 პროცენტიანი ხოლო ივლისის თვეში 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
წელს ქობულეთში გარდა სომხეთის , უკრაინისა და რუსეთისა ტურისტები ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან რომლებიც ძირითადად ქობულეთის დაცული ტერიტორიებით ,პეტრას ციხითა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმით ინტერესდებიან სადაც წელს ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მომატებულია.