რატომ არ გადაეცა ამბულატორიებს მანქანები?

09 აგვისტო 2017, 00:00 4703 ნახვა

მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ამბულატორიებისთვის გადასცა, ქობულეთის გამგეობას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ დაურიგებია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მანქანების გადაცემას წინასაარჩევნოდ აპირებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტომანქანები  მუნიციპალიტეტს გადაეცა, მისი  გადანაწილება კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. გამგებელი პროცესის გაჭიანურებას საბიუჯეტო ცვლილებას უკავშირებს. სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ  მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებაა შესატანი რადგან განისაზღვროს მძღოლისთვის  ხელფასი და  ხარჯები ავტომობილების მოვლა-პატრონობისთვის. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი