ხულოს სპორტსკოლას რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია იატაკის გამოცვლა, ნაწილობრივ სახურავის განახლება და ტრიბუნის კეთილმოწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ლაპოტი 2012 „ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარია გამოყოფილი . რეაბილიტაცია ორ თვეში უნდა დასრულდეს. ხულოს სპორტსკოლა 1972 წელს აშენდა შენობას რეაბილიტაცია ბოლოს 2006 წელს ჩაუტარდა.