შუამთობა 2017

05 აგვისტო 2017, 00:00 3319 ნახვა

დღეს ქედაში სახალხო დღესასწაულს “შუამთობას” ზეიმობენ.  ამ წუთებში ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებულ მთაში კულტურული და სპორტული აქტივობები მიმდინარეობს, ქედის გამგეობა წონიარისის მთა საცხოვრიას გენერატორს გადასცემს. ქედაში შუამთობას აგვისტოს პირველ შაბათ- კვირას აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაულ შუამთობისთვის ემზადებიან ხულოშიც, სადაც ზეიმი ხვალ გაიმართება.

კონცერტზე ცნობილ მომღერლებთან ერთად ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ, დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა და  ტრადიციული ქორწილის ინსცენირება სადაც ქორწილში მონაწილე წყვილს  ოქროს სამკაული გადაეცემათ. მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაგეგმილია ადგილზე წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა - გაყიდვაც, დაჯილდოვდება საპატიო ხულოელი. სახალხო დღესასწაულისთვის 10 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი