შუამთობა 2017

05 აგვისტო 2017, 00:00 3784 ნახვა

ხულოში სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“  ემზადებიან. გაიმართება კონცერტი სადაც ცნობილ მომღერლებთან ერთად ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ, ღონისძიებაზე დაგეგმილია ეთნოგრაფიული კუთხის მოწყობა და  ტრადიციული ქორწილის ინსცენირება.

ქორწილში მონაწილე წყვილს  8,5 გრამიანი ოქროს სამკაული გადაეცემა.  მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაგეგმილია ადგილზე წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოვდება საპატიო ხულოელი.  სახალხო დღესასწაულისთვის 10 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი