უცხოური მედია მაიკ პენსის ვიზიტზე

01 აგვისტო 2017, 00:00 2305 ნახვა

მაიკ პენსის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტი და რუსეთის მისამართით გავრცელებული კრიტიკული განცხადებები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.  ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ და სამ ბალტიისპირა ქვეყანაში პენსის ვიზიტი ,,ეიბისი ნიუსმა" სიმბოლურად შეაფასა, რომელიც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში შედგა.

სწორედ რუსეთი დაადანაშაულა ამერიკელმა პოლიტიკოსმა საქართველოს, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მიმართ აგრესიულ ქმედებებში. ,,ბიბისის" ცნობით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ძლიერი და ერთიანი ნატოს მნიშვნელობა არაერთხელ აღნიშნა. საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოებისა და სტრატეგიული პარტნიორისადმი თანაგდომის შესახებ გაჟღერებულ გზავნილებზე წერს რუსული მედიაც.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი