მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ქობულეთში

25 ივლისი 2017, 00:00 3229 ნახვა

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ქობულეთში. 33 ახალი  მოსაცდელი რომელიც მაისის ბოლოს უნდა განთავსებულიყო, ამ დრომდე დამონტაჟებული არ არის.

გამგეობაში უჟანგავი  ლითონის კონსტრუქციები ტურისტულ სეზონამდე უნდა შეესყიდათ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  სხვა პრეტენდენტმა უჩივლა, შესყიდვების სააგენტომ განხილვის შედეგად საჩივარი არ დააკმაყოფილა, პროცესებიც ამ მიზეზით გაიწელა. ახალი მოსაცდელები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 380 ათასი ლარი დაიხარჯა, აგვისტოს ბოლომდე აღმაშენებლის ქუჩაზე  უნდა განთავსდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი