კურორტ „გოდერძზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ოთხ სართულიან შენობაში 30 სასტუმრო ნომერი და რესტორანი, ასევე საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა.
ტურისტული ობიექტის მშენებლობისთვის 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვა ოფიციალურ პირებთან ჩაუშვა.