სოფელ ბობოყვათში ძლიერი წვიმის შედეგად ლაზიშვილების საცხოვრებელ სახლთან მიწის მასამ ფერდსამაგრი კედელი ჩამოანგრია. ლაზიშვილების თქმით მიწა მცოცავია და შესაძლოა სახლს ნიადაგი გამოეცალოს. ოჯახი გამგეობას დახმარებას თხოვს.
გამგეობის ინფორმაციით მათთან ამ დროისთვის წვიმის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე 4 შეტყობინებაა შესული და სტიქიის შემსწავლელი საგანგებო კომისია გასულია ადგილზე მდგომარეობის შესამოწმებლად.
ფოტო:სოფიკო მაკარაძე