მეწყერი ქობულეთში

20 ივლისი 2017, 00:00 5453 ნახვა

წვიმამ პრობლემები შექმნა  ქობულეთის  მუნიციპალიტეტში. სტიქიის შემსწავლელ საგანგებო კომისიაში უკვე  უკვე 4 შეტყობინება შევიდა.  სპეციალისტები სხვადასხვა სოფელში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. 

სოფელ ბობოყვათში ძლიერი წვიმის გამო  საცხოვრებელ სახლთან  ფერდსამაგრი კედელი ჩამოინგრა. კედლის ნანგრევები ბობოყვათი-დაგვის დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლას აფერხებს. ოჯახის ინფორმაციით,   მიწა მცოცავია და შესაძლოა  საფრთხე სახლსაც შეექმნას.  ისინი გამგეობას დახმარებას სთხოვენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი