სოფელ დეკანაშვილების მცხოვრებლები წყლის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყალი მას შემდეგ დაშრა, რაც ჰესის მშენებლობისთვის, სოფელში გვირაბის გაყვანა დაიწყეს. 5 ოჯახი კომპანიისგან და გამგეობისგან ალტერნატიული წყლის სისტემის გაყვანას ითხოვს.
ჰესების მშენებარე კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მონიტორინგს მუდმივად აწარმოებენ და აღნიშნულ პრობლემასაც შეისწავლიან. ხულოს წყალკანალის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შედეგად წყალი ხულოს სამი სოფლის 50-მდე აბონენტს შეუწყდა და წყალკანალმა კომპანიასა და გამგეობასთან ერთად, სამივე სოფელი ოქრუაშვილები, დუაძები და ვაშლოვანი წყლით უზრუნველყო.